აშშ

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო

დონალდ ტრამპი
AFP

გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც შესაძლოა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტით დასრულდეს, პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა. დემოკრატიული პარტიის წევრები, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ, ტრამპს საპრიზიდენტო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

"მიმდინარე კვირაში პრეზიდეტმა აღიარა, რომ მოქმედების თხოვნით მიმართა პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც მას პოლიტიკურ სარგებელს მოუტანდა. დონალდ ტრამპმა დაარღვია საპრეზიდენტო ფიცი, უღალატა ნაციონალური უსაფრთხოების საქმეს და ჩვენი არჩევნების სიწმინდეს. პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ მოქმედებებზე, კანონზე მაღლა ვერავინ დადგება", — განაცხადა ნენსი პელოსიმ.

სამშაბათს, 24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა. 

ნენსი პელოსის გამოსვლას ტრამპი ტვიტერზე გამოეხმაურა და პროცესი კუდიანებზე ნადირობად შეაფასა.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად ხმათა უბრალო უმრავლესობაა საჭირო. ამის შემდეგ პროცედურაში სენატი ერთვება, აქ კი იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად ხმათა ორი მესამედია საჭირო. აშშ-ის ისტორიაში, სენატის მიერ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების სულ სამი შემთხვევა არსებობს.

სხვადასხვა დროს, სენატში იმპიჩმენტის პროცედურები მიმდინარეობდა, ენდრიუ ჯონსონის, რიჩარდ ნიქსონის და ბილ კლინტონის წინააღმდეგ, თუმცა არც ერთი პროცედურა ბოლომდე არ დასრულებულა. 

იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი

ყველაფერი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრით დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივლისს გაიმართა. მოგვიანებით ეს საუბარი აშშ-ის სპესამსახურების ინსპექტორის შიდა გამოძიების მიზეზი გახდა.

გამოძიების დაწყების შესახებ, ინპექტორმა კონგრესს აცნობა, თუმცა უარი განაცხადა საუბრის შინაარსის გასაჯაროვებაზე. ინსპექტორმა უარის მიზეზად, უშუალო ხელმძღვანელობის მითითება დაასახელა. სამშაბათს ასევე, ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა შეაჩერა 390 მილიონი დოლარის უკრაინისთვის გადაცემის პროცესი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი ფინანსური დახმარების თემას არც შეხებია.

სამშაბათს დონალდ ტრამპმა ფინანსური დახმარების შეჩერება აღიარა, თუმცა ტრამპის თქმით ეს სხვა მიზეზით იყო განპირობებული. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ფინანსური დახმარების გაწელვის მიზანი იყო, უკრაინას ის ევროპული სახელმწიფოებიც დახმარებოდნენ, რომლებიც უკრაინას სათანადოდ არ უჭერენ მხარს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ზელენსკისთან საუბარში დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს თხოვდა უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კორუფციული შემთხვევებისთვის, განსაკუთრებით კი ბაიდენების საქმიანობის გამოძიებას ითხოვდა. დონალდ ტრამპის თქმით, საუბარი კორექტულობის ფარგლებს არ გასცდენია. მოგვიანებით, ტრამპმა საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრმა დღეს, 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენებზე გამოძიების გაააქტიურების მიზნით უკრაინის თანამდებობის მაღალ პირებს, ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანიც თხოვდა. 

ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში უკრაინული გაზის კომპანიის ბურისმა-ს დირექტორთა საბჭოში შედიოდა. კომპანიის მფლობელის ნიკოლაი ზლოჩევკის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება 2016 წელს, უკრაინის მაშინდელი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის ინიციატივით დაიწყო.

შოკინის ფიგურით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სხვადასხვა დასავლურ სახელმწიფოში. მიიჩნეოდა, რომ შოკინი კორუფციულ საქმეებს არასათანადოდ იძიებდა. არსებობს ვერსია, რომ 2015 წელს, კიევში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა, რომელიც მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა შოკინის დათხოვნა მოითხოვა.

თავად შოკინი 2016 წლის მარტში მის დათხოვნის მთავარ მიზეზად სწორედ, ბაიდენს და მისი შვილის კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ასახელებს, თუმცა ბურისმას საქმე შოკინის დათხოვნდეც წინ არ წაწეულა.

უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმის გამოძიება 2017 წელს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე დახურა. გამოძიებით კომპანიის საქმიანობაში არანაირი დარღვევა არ გამოვლინდა.

ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიიდან, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ნომინაციისთვის იბრძვისს. დიდი ალბათობით, სწორედ ბაიდენი იქნება ტრამპის მთავარი კონკურენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 

კომენტარები