არჩევნები 2020

ვაშაძე: თუ სასწაული მოხდა და ევსაქებმა მეტი მანდატი მიიღეს, მათთან კოალიციას შევქმნით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გრიგოლ ვაშაძის აზრით, გამორიცხულია, ევროპულმა საქართველომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათზე მეტი მანდატი მიიღოს. თუმცა, ვაშაძის თქმით, "თუ სასწაული მოხდა", ისინი ევროპულ საქართველოსთან კოალიციაში შევლენ.

ღამის მთავარის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხა, თუ პარლამენტში ევროპული საქართველო ენმ-ზე მეტ დეპუტატს გაიყვანს, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამ პარტიასთან კოალიცია შექმნას.

“თუ არა, ჩვენ მოვალთ უზარმაზარი რაოდენობის მანდატით, არ არსებობს ეგეთი ჰიპოთეზა [რომ ევროპულ საქართველოს მეტი მანდატი ჰქონდეს], ამას თქვენ ნახავთ... ვამბობ, კი, პროდასავლური პარტიებისგან შექმნილი კოალიცია საქართველოში იქნება გარდაუვალი. ჩვენ გავიმარჯვებთ, კოალიციის სათავეში “ევროპული საქართველო” არ იქნება არასოდეს. თუ ჩვენ აღმოვჩნდით პარალელურ რეალობაში, და იქაც არის ეს პარტიები, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა და თუ იქ მოხდა სასწაული და ევროპულმა საქართველომ აიღო ჩვენზე უფრო მეტი მანდატი, მეცინება, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ მაშინ ჩვენ აუცილებლად შევქმნით ორივე სამყაროში პროდასავლურ კოალიციას”, - თქვა ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები