აბორტი

სამხრეთ კორეაში აბორტი შემთხვევით სხვა ქალს გაუკეთეს

0 კომენტარი

სამხრეთ კორეაში აბორტი შეცდომით სხვა ქალს გაუკეთეს და ამ საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

7 აგვისტოს, 6 კვირის ორსული ქალი განგსეოს რაიონის საავადმყოფოში მივიდა, საავადმყოფოში მას ექიმებმა ვინაობის გადამოწმებისა და დადასტურების გარეშე აბორტი გაუკეთეს.

"ექიმი და მედდა აცნობიერებენ თავის დანაშაულს", - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

სამხრეთ კორეული გამოცემის Yonhap-ის ცნობით, პაციენტს საავადმყოფოში ვიტამინები და საჭირო კვება უნდა მიეღო. თუმცა, მედდამ მას ვინაობის გადამოწმების გარეშე ანესთეზია გაუკეთა, შემდეგ კი ექიმმა აბორტის პროცედურა დაიწყო და ესეც, ვინაობის გადამოწმების გარეშე გააკეთა. პაციენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ექიმიც და მედდაც გამოძიების ფარგლებში პოლიციასთან თანამშრომლობენ.

აბორტის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება სამხრეთ კორეაში ამ წლის აპრილში მიიღეს, თუმცა ის ძალაში 2020 წლის 31 დეკემრიდან შევა. ამ დრომდე, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, აბორტი არალეგალურად ითვლება და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები