კალაძე: გამოკითხვა ჩავატარეთ და ხალხი ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გაგრძელებას უჭერს მხარს

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა და როგორც facebook-ზე გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობამ , ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამაც თქვა, რომ უკეთესია სამუშაოები გაგრძელდეს და არ გადაიდოს.

"ჩვენთან გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ ხომ არ შეგვეჩერებინად და გაზაფხულზე გაგვეგრძელებინა სამუშაოები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სწორია გაგრძელება და ვეთანხმები მოსახლეობას და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ სამუშაოებს," - თქვა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციითვე, პიქსელიდან არაყიშვილის ქუჩამდე ქვედა ფენებში გზა 15 ოქტომბრისთვის უკვე მოწყობილი იქნება, ოქტომბრის ბოლოსთვის კი თაქთაქიშვილის ქუჩამდე.

"მიწისქვეშა სამუშაოების ბოლო ეტაპი მიდის, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება, ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს," - ამბობს თბილისის მერი.

კომენტარები