ვენესუელა

მოსკოვში შეხვედრისას პუტინმა მადუროსა და ოპოზიციას შორის დიალოგს მხარი დაუჭირა

0 კომენტარი
ნიკოლას მადურო და ვლადიმირ პუტინი ფოტო: Reuters

ნიკოლას მადურო მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მხარს უჭერს მადუროსა და ოპოზიციას შორის დიალოგს, როგორც ვენესუელის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას.

აღსანიშნავია, რომ მადუროს რეჟიმის მთავარმა ოპოზიციამ, რომელსაც ხუან გუაიდო ხელმძღვანელობს მიმდინარე თვეს განაცხადა, რომ ნორვეგიის შუამდგომლობით წამოწყებული დიალოგის ფორმატი მადუროსთან დასრულდა, მას შემდეგ, რაც მადურომ მასში მონაწილეობა შეწყვიტა.

მიუხედავად ამისა, მადურომ გამოაცხადა, რომ დიალოგი სურს და კონგრესის ბოიკოტი შეწყვიტა, რის შემდეგაც ეროვნულ ასამბლეაში, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი კანონმდებლები დაბრუდნენ. თუმცა, ინსტიტუტს მადუროს რეჟიმი კვლავ არალეგალურად ცნობს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები