შინდისი

დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი": მოკლე მიმოხილვა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დიტო ცინცაძის ფილმში "შინდისი" მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ვითარდება და არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების ოცეულის, არამედ, დასახლება შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე გვიამბობს. 

როგორც თვითონ რეჟისორმა მედიისთვის დახურული სეანსის დაწყების წინ აღნიშნა, ეს ფილმი გმირებზეა. "შინდისს" არაერთი გმირი ყავს - თავგანწირული ჯარისკაცები, შინდისში დარჩენილ მაცხოვრებლები, რომლებიც საფრთხეს არ შეუშინდნენ და ყველაფერი იღონეს ამ ჯარისკაცების გადასარჩენად, ასევე სასულიერო პირები, რომლებმაც შინდისიდან გაიყვანეს ისინი.

ფოტო: ტაბულა

ფილმი რუს სამხედროებს და მათ სისასტიკეს ნათლად აჩვენებს. "გვიყვარხართ ქართველები, ისე გვიყვარხართ, რომ არასდროს გაგიშვებთ!" - ამბობს მთვრალი რუსი მეთაური მას შემდეგ, რაც ქართველი ჯარისკაცების უმეტესობას ამოხოცავს. 

აღსანიშნავია, რომ ბრძოლის გრძელი სცენა განსაკუთრებით სულისშემძვრელია. მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებაც კი იშვიათად ეძლევა -უყურებს და ექმნება შთაბეჭდილება, რომ იქ არის. ეს სულ რაღაც 27 დღეში გადაღებული ფილმისთვის რთულად მისაღწევი ეფექტია.

ფოტო: ტაბულა

გრიმი, მსახიობების თამაში, ხმის ეფექტები, კადრები და მხატვრული სიმბოლოები ამ ფილმის ძლიერი მხარეა.

"შინდისი" 2019 წელს „ოსკარის“ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს. 

"ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ სულ, ხაზი უნდა გავუსვათ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ასეთი მდგომარეობაა. ეს ჩვენი ერთ-ერთი იარაღია,"  - აღნიშნა რეჟისორმა.

"შინდისის" პრემიერა 27 სექტემბერს შედგება. მას შინდისში მებრძოლი გადარჩენილი ჯარისკაცები, დაღუპულთა ოჯახები და შინდისის მაცხოვრებლებიც დაესწრებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები