Mac Miller

მაკ მილერის გარდაცვალების საქმეზე მეორე პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: Hollywood Reporter

26 წლის რეპერის მაკ მილერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მეორე პირი, 36 წლის რაიან რივსი დააკავეს.

არიზონაში მცხოვრები რაიან რივსი 23 სექტემბერს დააკავეს და DEA-მ მისი სახლის ჩხრეკისას ფსიქოტროპული აბები, მოსახმარად საკმარისი რაოდენობის მარიხუანა და ნარკოტიკი პარაპერნალია აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით რაიან რივსს სწორედ ამ აკრძალული ნივთირებების ფლობა, თაღლითურ სქემებში მონაწილეობა და აკრძალული ნივთიერებების დამზადება ედება ბრალად.

მაკ მილერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ეს დაკავებული მეორე პირია. პირველი პირი - 23 წლის კამერონ ჯეიმს პეტიტი თვის დასაწყისში დააკავეს.

DEA-ს ინფორმაციით, 23 წლის კამერონ ჯეიმს პეტიტმა სხვა ადამიანებთან ერთად მაკ მილერს 30 მილიგრამი ოქსიცოდონის [Oxycodone] ტაბლეტები, კოკაინი და ქსანაქსი მიყიდა. ოქსიცოდონი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ფენტანილს შეიცავს, ფენტანილი კი ჰეროინზე 50-ჯერ უფრო საშიში სინთეტური ოპიოდია. DEA-ს ინფორმაციით, მაკ მილერმა ტაბლეტები დაფხვნა და გაიყნოსა, რამაც მის გარდაცვალება გამოიწვია.

რეპერი 2018 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მაშინ, ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირება დაადგინა და გვამში ფენტანილი, კოკაინი და ეთანოლი აღმოაჩინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები