თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 26 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), არბოშიკის, სამასი არაგველის, იალბუზის, შავსოფლის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, მისის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, ზედამზის, სანავარდოს, სამღერეთის, პიონერის, მაჩხაანის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, ქსნის, ფეიქართა, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის, გამყრელიძის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ფონიჭალის და რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები