The Matrix

"მატრიცას მეოთხე ნაწილი ამბიციურია" - კიანუ რივზმა ფილმის სცენარი უკვე წაიკითხა

GETTY

კიანუ რივზმა თავისი დის მიერ გადაღებული ფილმის პრემიერაზე ჟურნალისტების კითხვებს მატრიცას მეოთხე ნაწილის შესახებ მოკლედ უპასუხა.

როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ფილმის სცენარი უკვე წაკითხული აქვს.

"ეს [მეოთხე ნაწილი] ძალიან ამბიციურია, ისეთი როგორიც უნდა იყოს", - თქვა კიანუ რივზმა.

ჟურნალისტებმა მას სხვა კითხვებიც დაუსვეს, თუმცა მსახიობმა მათ პასუხები არ გასცა, რადგან ყურადღების ცენტრში მისი დის, კარინა მილერის ნაცვლად თავად არ აღმოჩენილიყო.

"ეს ჩემი წითელი ხალიჩაა", - თქვა ხუმრობით კარინა მილერმა ჟურნალისტებთან.

მან ასევე კიანუ რივზზეც გააკეთა კომენტარი.

"ის ჩემი საქმეების მუდმივი მხარდამჭერი და დამცველია, ამას ყოველთვის გავითვალისწინებ და დავაფასებ", - თქვა მან.

მატრიცას მეოთხე ნაწილის გადაღება ოფიციალურად აგვისტოში დადასტურდა. ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ისევ ლანა ვაჩოვსკი იქნება, ნეოს და თრინითის როლებს კი კვლავ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი შეასრულებენ. მეოთხე ნაწილს Warner Bros. და Village Roadshow Pictures გადაიღებენ.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღებები, არსებობს ინფორაცია რომ ეს 2020 წელს მოხდება.

კომენტარები