ნაომი კემპბელი

48 წლის ნაომი კემპბელმა YVES SAINT LAURENT-ის ჩვენება დახურა - ვიდეო

0 კომენტარი
ნაომი კემპბელი Yves Saint Laurent-ის ჩვენებას ხურავს ფოტო: GETTY

პარიზის მოდის კვირეულის დამსწრეებმა გუშინ ლეგენდარული სუპერმოდელის დაბრუნება იხილეს - 48 წლის ნაომი კემპბელმა Yves Saint Laurent-ის ჩვენება დახურა.

ნაომი კემპბელი ფრანგული მოდის სახლის 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა.

სუპერმოდელი ჩვენებაზე შავი ბრჭყვიალა პიჯაკითა და შარვლით გამოვიდა, მის უკან კი ეიფელის კოშკი მოჩანდა.

მოგვიანებით, მან საკუთარ ინსტაგრამზე Yves Saint Laurent-ის კრეატიულ დირექტორს, ენტონი ვაკარელოს ჩვენებაზე გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ეს მისთვის პატივია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები