აეროპორტები

პეკინში მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნა

bbci.co.uk

ჩინეთის დედაქალაქში, მსოფლიოს უდიდესი, დასინის აეროპორტი გაიხსნა, რომელიც ბოლო ათწლეულის ყველაზე მოთხოვნადი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის პროექტით შეიქმნა. აეროპორტის ფართობი 700 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება.

აეროპორტი ოფიციალურად წინა კვირაში, ჩინეთის კომუნისტური რესპუბლიკის 70 წლის იუბილეზე გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ჩინეთის კომპარტიის თავმჯდომარე სი ძინპინიც დაესწრო. აეროპორტის ასაშენებლად 11 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯა.


ფოტო: bbci.co.uk

აეროპორტების მსოფლიოს გაერთიანების ცნობით, ატლანტის შემდეგ. დასინის აეროპორტი მსოფლიოს მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტი იქნება. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ახალი აეროპორტი ხელს შეუწყობს გადატვირთული პეკინის საერთაშორისო აეროპორტის განტვირთვას.


ფოტო: bbci.co.uk

დასინი ყოველწლიურად საშუალოდ 130 მილიონ ადამიანს მიიღებს. აეროპორტში 4 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკია. დასინი აღჭურვილი იქნება 150 თვითმფრინავის სადგომით. აეროპორტიდან ფრენები 116 მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის 101 შიდა მიმართულებებზე, ხოლო 15 საერთაშორისო მიმართულებით.

აეროპორტის მგზავრებს არ მოუწევთ ბილეთების ან სხვა დოკუმენტების წარდგენა, რადგან აეროპორტი აღჭურვილი იქნება სახის ამომცნობი ვიდეო კამერებით.

კომენტარები