კრიმინალი

შსს: დავაკავეთ არასრულწლოვანი, რომელმაც ქუთაისში "ჯეოსელის" ოფისიდან მობილურები მოიპარა

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, 2002 წელს დაბადებულმა შ.ჩ-მ 22 სექტემბერს, ქუთაისში, კომპანია "ჯეოსელის“ ოფისიდან 5 გასაყიდი მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული არასრულწლოვანი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბაღდათში დააკავეს. 

"პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ხუთივე მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება არაერთგზის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები