ლეონ დამი

ლეონ დამის არაორდინალური პოდიუმი Margiela-ს ჩვენებაზე

პარიზის მოდის კვირეულზე, Margiela-ს მოდელების გამოსვლამ მსოფლიო აალაპარაკა. მათი მიზანმიმართული და ძლიერი ნაბიჯები უდავოდ უხდებოდა გაზაფხულის კოლექციას, რომელიც საომარი ტანისამოსის სტილშია გადაჭრილი. შოუ კი გერმანელმა მოდელმა ლეონ დამმა დახურა, რომლის პოდიუმზე გასეირნებამ მთელ დამსწრე საზოგადოებას კამერები მოამარჯვინა. 

დამმა ამ მძვინვარე ნაბიჯებით და უმკაცრესი მზერით ანა ვინტურის სახეზე ღიმილი გამოიწვია. მოდის დედოფალს ჩანაფიქრი მოეწონა! რეპეტიციაში გერმანელ მოდელს ცნობილი ქორეოგრაფი პატ ბოგუსლავსკი დაეხმარა. "ეს კონცეფცია მოფიქრებული მქონდა, მაგრამ ჩანაფიქრი წინა ღამით, რეპეტიციაზე, პატ ბოგუსლავსკისთან ერთად განვახორციელე" თქვა დამმა.

კომპანია Margiela თავის მოდელებს ყოველთვის აძლევს შოუს შექმნის თავისუფლებას. ლეონ დამი, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მამაკაცი მოდელია ამ შესაძლებლობით წარმატებულად სარგებლობს. მოდელის ფოტოების ნახვა შეგიძლიათ მის ინსტაგრაზე.

 

 

კომენტარები