გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლეობის კანდიდატი ერემაძე: 17 მაისი ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეა

0 კომენტარი
მირანდა ერემაძე ფოტო: პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, მირანდა ერემაძე ამბობს, რომ 17 მაისი ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ერემაძეს რომან გოცირიძემ ჰკითხა, რა დღეა 17 მაისი. 

მირანდა ერემაძე: 17 მაისი არის ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე. 

რომან გოცირიძე: თუმცა ეს არ არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოფიციალური დღე. ეს ეკლესიის მიერ დაწესებული დღეა. რატომ არ ამბობთ, რომ 17 მაისი ასევე არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე.

მირანდა ერემაძე: ესეც არის კი.

რომან გოცირიძე: როგორც 8 მარტი არის საერთაშორისო დღე, ასევე არის 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამას რატომ არ ამბობთ?

მირანდა ერემაძე: მაინცდამაინც თარიღში თანხვედრა რომ მოხდა, არ ნიშნავს იმას, რომ ან ერთს, ამ მეორეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ეკლესიის გადაწყვეტილება იყო,. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო. სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის გადაწყვეტილებაში. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ეკლესიის მიერ, რასაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. 

რომან გოცირიძე: თქვენ ფიქრობთ, რომ შემთხვევითი თანხვედრა მოხდა?

მირანდა ერემაძეარ ვიცი ბატონო რომან, გადაწყვეტილებას არ ედო საფუძვლად და რატომ იყო ეს დღე არჩეული. 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

ოჯახის სიწმინდის დღედ ის საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

მირანდა ერემაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამათლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები