საფრანგეთი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა

ჟაკ შირაკი

26 სექტემბერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას პრეზიდენტის პოსტი 1995-დან 2007 წლამდე ეკავა. 1974 წლიდან 1976 წლამდე ის პრემიერმინისტრის, ხოლო 1986 წლიდან 1988 წლამდე პარიზის მერის თანამდებობას იკავებდა. 

შირაკის სიძის ფრედერის სალათ ბაროს თქმით, ყოფილი პრეზიდენტი დილით მისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარცაიცვალა.

ბოლო წლებში ჟაკ შირაკს ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ჟაკ შირაკმა საფრანგეთმა პრეზიდენტობის ვადა 7 წლიდან 5 წლამდე შეამცირა. მან ქვეყანაში ერთიანი ევროპული ვალუტა მიიღო.

შირაკი 2003 წელს აშშ-ის ერაყში შეჭრას ეწინააღმდეგებოდა.  

2011 წელს სამართალდამცველების განცხადებით, პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1977-1995 წლებში, შირაკი თანამდებობრივ უფლებამოსილებებს აჭარბებდა და პარიზის ბიუჯეტიდან თანხებს საკუთარი პარტიის დასაფინანსებლად იყენებდა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფდა. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

2001 წელს შირაკმა ასადს სირიის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 8 წლის შემდეგ გახდა. ჟაკ შირაკმა ორდენი 2006 წელს ვლადიმირ პუტინსაც გადასცა, რასაც კრიტიკა მოჰყვა.

 

კომენტარები