ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან კვლავ გაუფასურდა და მორიგ ისტორიულ მინიმუმზეა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

26 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.71 თეთრით გაუფასურდა და მორიგ ისტორიულ მინიმუმზე დაეცა.

ერთი აშშ დოლარის ფასი ოფიციალური კურსით 2.9808 ლარია.

ეროვნული ვალუტა 1.13 გამყარდა ევროსთან მიმართებით, რომელიც ოფიციალური კურსით 3.2571 ლარი ეღირება.

ლარი გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან, ხოლო გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებით.

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები