ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსი ცხოველთა დაცვის კამპანიაში მონაწილეობს

livekindly

ხოაკინ ფენიქსი, რომელიც ჰოლივუდში ცნობილი ცხოველების დამცველია, PETA-ს ახალი რეკლამისთვის გადაიღეს და მისი ნახვა ნიუ-იორკში, თაიმ სქვერზეა შესალებელი. ამჯერად ფოტოში ხოაკინ ფენიქსი მამალთან ერთად არის აღბეჭდილი, ხოლო კამპანიის სახელია : We Are All Animals - ყველანი ცხოველები ვართ. 

"სამყაროს სხვა ცხოველების თვალით რომ შევხედოთ, შეგვიძლია დავინახოთ რომ შინაგანად ყველანი ერთნაირები ვართ და რომ ყველანი ვიმსახურებთ ისეთ სამყაროში ცხოვრებას, რომელშიც არ იქნებოდა ტანჯვა" თქვა მსახიობმა. 


ფოტო: livekindly

კომენტარები