ირანი

2 თვის წინ დაკავებულმა ბრიტანულმა ტანკერმა ირანის პორტი დატოვა

Reuters

ბრიტანეთის დროშის მქვეშ მცურავმა ტანკერმა Stena Impero-მ, რომელიც ირანმა ორი თვის წინ დააკავა, ირანი დატოვა.

ტანკერი დუბაიში ჩავა სადაც ეკიპაჟი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ტანკერი ივლისში ჰორმუზის სრუტეში ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სათევზაო გემთან დაჯახების ბრალდებით დააკავა.

მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის ეს ქმედება გიბრალტარში ბრიტანეთის ძალების დახმარებით სირიისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით ირანული ტანკერის დაკავებას მოჰყვა. აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ირანმა პირობა დადო, რომ ტანკერზე არსებული ნავთობის საბოლოო დანიშნულება სირია არ იყო, აშშ-ის მოთხოვნის მიუხედავად, ხომალდი გაათავისუფლეს.

დაკავების ორდერი მიმდინარე კვირას მოხსნეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება. მანამდე ირანმა ხომლადი ეკიპაჟის წევრების ნაწილი გაათავისუფლა. ბორტზე კვლავ რჩება ეკიპაჟის 13 წევრი.

კომენტარები