რუსეთი

რუსეთში სტუდენტებისთვის ყალბ ამბებთან ბრძოლის შესწავლაზე 3 მლნ რუბლს დაიხარჯება

hse.ru

რუსეთში ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტო სტუდენტებს ყალბ ამბებთან ბრძოლის შესწავლაზე 3 მლნ რუბლს (46 695 მლნ აშშ დოლარი) დაიხარჯება.

ახალგაზრდობის საქმეთა რუსეთის ფედერალური სააგენტო როსმოლოდიოჟი გეგმავს შეიმუშავოს პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს ყალბი ამბების, პოსტ-სიმართლისა და რიტორიკის მანიპულაციის ტექნიკებთან ბრძოლას ასწავლის.  

რუსული გაზეთი Vedomosti თანამედროვე რუსული პოლიტიკის ექსპერტებს გაესაუბრა, რომლებმაც თქვეს, რომ პროგრამის წამომწყების მიზეზი გასული ზაფხულის ოპოზიციის საპროტესტო აქციებში ახალგაზრდების ჩართულობა იყო. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს პუტინმა ახალგაზრდა რუსების სამხედრო არმიის ჩამოყალიბების იდეას მხარი დაუჭირა, აღნიშნულ არმიას ნაცისტური გერმანიის ჰიტლერიუგენტის ანალოგადაც განიხილავენ. ახალგაზრდა არმიას ამჟამად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავს, თუმცა 2020 წლის 9 მაისის ღონისძიებისთვის იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი 1 მილიონს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ აპრილში რუსი ახალგაზრდებისთვის ახალი არხი პაბედა შექმნეს, რისი პროგრამებიც სრულიად მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე არის. ასევე, მარტში დააანონსეს, რომ რუსეთში დანაშაულისკენ მიდრეკილ ახალგაზრდებს სამხედრო-პატრიოტულ ბანაკში გააგზავნიდნენ.

რუსეთი ახალგაზრდებისთვის სამხედრო-პატრიოტული თემატიკის საგანმანათლებლო ცენტრის "ავანგარდის" გახსნას გეგმავს. მთავრობა ამაში 63 მილიონი დოლარის გადახდას აპირებს. 

კომენტარები