მძლეოსნობა

ლაშა ტალახაძემ ერთ საათში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძე
Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია / Facebook

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში 1 საათში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა. 

მძლეოსანმა ჯერ ატაცში 220 კილოგრამის აწევით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, შემდეგი რეკორდი აკვრაში 264 კილოგრამის დაფიქსირებით მოხსნა. ტალახაძეს ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდია.  

ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია. 18 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში საკუთარი რეკორდი მოხსნა და 219 კილოგრამი დააფიქსირა.

კომენტარები