რუსეთი

რუსეთში ბინის აივანზე მოწევა აკრძალეს

GETTY IMAGES

რუსეთში გადაუდებელ სიტუაციათა სამსახურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ბინის აივნებზე, საერთო საცხოვრებელში და სასტუმროებში ცეცხლის ანთება იკრძალება.

ახალი კანონი ძალაში 1-ლ ოქტომბერს შევა.

მაღალჩინოსანთა ინფორმაციით, ეს ასანთის ანთებას, სიგარეტისთვის ცეცხლის წაკიდებას, ბარბექიუს შეწვას და სანთლის ანთებასაც გულისხმობს.

კანონდარღვევის შემთვევაში ჯარიმა 3 000 რუბლამდე იქნება, ხოლო იმ შემთვევაში თუ აივანზე დატოვებულმა ანთებულმა სიგარეტმა ხანძარი გამოიწვია, შესაძლოა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდეს.

ინტერნეტში ახალ კანონს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა - "რა საჭიროა აივანი თუ იქ მოწევას ვერ შეძლებ?"; "მთავრობამ ხალხს თავიანთი საკუთრების გამოყენება აუკრძალა".

რუსეთში მწეველთა უფლებების მოძრაობის ხელმძღვანელმა ანდრეი ლოსკუტოვმა განაცხადა, რომ "მათ ყველგან აკრძალეს, სადაც შეეძლოთ. ახლა გაახსენდათ, რომ აივნებიც დარჩათ".

 

კომენტარები