საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ახალ 10 ლარიანებს ჩაუშვებს. განახლებული დიზაინის მიუხედავად, 10 ლარიანის წინა მხარეს კვლავ აკაკი წერეთლის პორტრეტი იქნება, უკანა მხარეს კი ესკიზი დავით კაკაბაძის ნამუშევრიდან "იმერეთი - დედაჩემი".
განახლებული ბანკნოტები ეროვნულმა ბანკმა 2016 წლიდან გაუშვა მიმოქცევაში: 2016 წლის 1 თებერვლიდან გამოვიდა 20 და 50 ლარიანები, 2016 წლის 1 ნოემბრიდან 100 ლარიანები, ხოლო 2017 პირველი სექტემბრიდან 5 ლარიანები.
განახლებული 10 ლარიანი ძველ ბანკნოტებთან ერთად იქნება მიმოქცევაში.