უბედური შემთხვევა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ტურისტი ველოსიპედით ხევიდან გადავარდა და დაიღუპა

metro.us

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, უბედური შემთხვევა გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა.

ტურისტების შვიდკაციანი ჯგუფი ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

კომენტარები