გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს საყვარელი მწერალი არ ჰყავს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, მამუკა ვასაძე ვერ პასუხობს კითხვას, ვინ არის მისი საყვარელი მწერალი. 

კითხვა, ვინ არის მისი საყვარელი მწერალი, რომელმაც გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაზე, ვასაძეს ნუკრი ქანთარიამ დაუსვა. 

"საერთო ჯამში რომ გითხრათ, უფრო ალბათ პირდაპირი ტექსტით რომ გითხრათ, ჩემს წინაპრებში, არც სანათესაოში არც ერთი პირი არა თუ პროკურატურის, არც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არ ყოფილა. სხვა პროფესიას ემსახურებოდნენ, ძირითადად მასწავლებლები და ა.შ და მე ვარ სანათესაოში პირველი პირი, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში და შემდეგ უკვე პროკურატურაში ვმსახურობ. ასე რომ, რამე კონკრეტულს ვერ გამოვყოფ, ალბათ ყველაფერმა ერთად განაპირობა სურვილი, წყურვილი ა.შ. იურიდიულ პროფესიას რომ ეუფლები, სამი მიმართულებაა, ადმინისტრაციული, სისხლი, სამოქალაქო...", - თქვა ვასაძემ. 

ნუკრი ქანთარია: ანუ ვერც ერთ მწერალს ვერ დამისახელებთ კლასიკური ლიტერატურიდან, რომელიც გიყვართ, მაგალითად, "დანაშაული და სასჯელიც" ვერა? 

მამუკა ვასაძე: ბევრია, თუმცა კონკრეტულს ვერ გამოვყოფ. 

მამუკა ვასაძე მთავარი პროკურორის მოქმედი პირველი მოადგილეა და ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები