საგარეო ვალი

სახელმწიფოს საგარეო ვალი 21.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: კასპერ პემპელი / REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის 30 ივნისის მონაცემებით სახელმწიფოს საგარეო ვალი 7.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 21.6 მილიარდი ლარის ტოლია.

ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 46.9%-ს უტოლდება, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

აქედან, სამთავრობო სექტორის ვალი 5.4 მილიარდი დოლარი, ანუ 15.5 მილიარდი ლარია. 415.5 მილიონი დოლარი, ანუ 1.2 მილიარდი ლარი ეროვნული ბანკის ვალდებულებებია, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, 826.4 მილიონ დოლარს, შესაბამისად, 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით:

2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%

2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%

2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%

2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%

2017 - 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%

2018 - 18.5 მილიარდი ლარი, მშპ-ს 44.5%

2019 (პირველი ნახევარი) - 21.6 მილიარდი ლარი, მშპ-ს 46.9%

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები