დაკავება

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: metro.us

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირი დააკავეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაკავებულ ექვს პირს კი ბრალი 178-ე მუხლით წარედგინათ, რაც ძარცვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ხვალ გაასაჯაროვებს.

16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან 23 სექტმბერს გადმოვარდა და გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები