L'Oreal

64 წლის მოდელი L'Oreal-ის კამპანიის სახე გახდა

64 წლის რუსი მოდელი, ვალენტინა იასენი ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის L'Oreal-ის კამპანიის სახე გახდა.

ამის შესახებ იასენმა საკუთარ ინსტაგრამზე დღეს დაწერა.

ვალენტინა იასენი სამოდელო სააგენტო Oldushka-ს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ 45 წელზე ზევით მოდელებზე მუშაობს. იასენი აქამდეც გამოჩენილა სხვადასხვა ბრენდების ჩვენებებზე, ჟურნალების გარეკანებზე და ფოტოსესიებში.

"ჩემთვის აღმოჩნდა, რომ ქალებს ასაკი არ გააჩნიათ - ისინი დამაჯერებლად აგრძელებენ ცხოვრებას და ცდიან ყველაფერს. ასაკის მატება არ მაშინებს, რადგან ეს ისეთი რამეა, რაც არ ვიცი", - თქვა 2018 წელს 64 წლის მოდელმა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=16&v=ugOiX_Z7LLE]

 

კომენტარები