რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ნათია თურნავა: რუსეთის მხრიდან დაკისრებული სანქციების გაუქმების პერსპექტივა დადებითია

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმსა და სხვადსხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შესახებ ისაუბრა.

"ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკურად, ისე კომერციულად არის პირდაპირი მიმოსვლა აშშ-სთან და აქ გვაქვს ძალიან დამაიმედებელი შედეგები. თუმცა, ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთი სიახლე ვახსენო - ეს არის იმ სანქციების გაუქმების პერსპექტივა, რაც ჩვენ დაგვეკისრა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის მხრიდან. ამ სანქცების გაუქმება ცალსახად დადებითი მოვლენაა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს მოლოდინებზე, მიმოსვლაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ის უარყოფითი შედეგი, რაც ტურიზმის თვალსაზრისით სანქციებმა მოუტანა საქართველოს, განეიტრალებული იქნება", - თქვა ნათია თურნავამ.

სანქციების გაუქმების პერსპექტივაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები