ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტი

პრესსამსახური: პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე რუსეთი გააკრიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

"შეხვედრაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და ნატოდს გენ მდივნის ყოფილი მოადგილე, დიპლომატი ალექსანდრ ვერშბოუ, პრეზიდენტმა მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ვერ შეაჩერებს საქართველოს და უკრაინის განვითარებასა და წინსვლას", - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მის გამოსვლაში პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიის მარცხად შეფასება იყო. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს, უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასავლეთისაკენ მიმავალი გზა, ის ამ მცდელობებში მაინც წარუმატებელია. თუმცა, ჩემი აზრით, დასავლეთს აქვს ვალდებულება, საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის მეშვეობით ამ მოცემულობის შენარჩუნება უზრუნველყოს", - ავრცელებს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ალექსანდ ვერშბოუს კომენტარს.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მან 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ანმბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ოპოზიციურმა პარტიებმა მის მიერ გარეოს ანსამბლეაზე წარმოთქმული სიტყვა გააკრიტიკეს, მათი თქმით პრეზიდენტმა საკმარისად არ ისაუბრა რუსეთსა და ოკუპაციაზე.

კომენტარები