ევროპული საქართველო

ბაქრაძე დევნილებზე: ჩვენი სახელმწიფო ფასდება იმით, როგორ ვზრუნავთ რუსეთის მსხვერპლებზე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, სენაკში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ელემენტარული საყოფაცხოვრება პრობლემები მოუგვაროს. 

ამის შესახებ ბაქრაძემ სენაკში მცხოვრებ დევნილებთან გასაუბრების შემდეგ ილაპარაკა. ბაქრაძის თქმით, დევნილები მასთან საუბარში ამბობენ, რომ ამ დასახლებაში არსებული ანტისანიტარია კანალიზაციისა და სახურავის პრობლემაა. ბაქრაძის თქმით, მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ერთი თვის წინ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მათგან რეაგირება არ მიუღიათ. 

"მინდა, კატეგორიულად მოვუწოდო ხელისუფლებას, მიხედოს აქ მცხოვრებ დევნილებს, მოუგვაროს ის ელემენტარული პრობლემა, რაც ასე მძიმედ აწუხებთ მათ. ქართული სახელმწიფოს სახე ფასდება იმით, როგორ ვზრუნავთ რუსული აგრესიის მსხვერპლზე,"- ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის თქმით, ევროპული საქართველო უახლოეს მომავალში პარლამენტში ინიციატივის შეტანას გეგმავს, რაც დევნილებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესებასა და მათი პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. 

"ეს იქნება დევნილების დახმარების გაორმაგება, საბინაო პირობების გაუმჯობესება და მსგავსი პრობლემების მაქსიმალურად მოგვარება. თითოეული იმ დევნილისთვის, რომელიც დღეს მძიმე პირობებში ცხოვრობს და რომლის წინაშეც ჩვენ ვართ ვალში,"- ამბობს ბაქრაძე.

კომენტარები