თურქეთი - რუსეთი

თურქეთი რუსეთთან Su-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო შესყიდვას განიხილავს

0 კომენტარი
SU-35 ფოტო: weaponews

რუსეთი და თურქეთი რუსული Sukhoi Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ. 

რუსი მაღალჩინოსნების თქმით, ამჟამად კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევი იყო.

აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პუტინმა ერდოღანს ახალი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Su-35 აჩვენა. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ მზად არიან თურქეთთან აწარმოონ აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი სამხედრო ტექნიკის მიყიდვაზე და ერთობლივ წარმოებაზე.

ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს თავდაცვის ბევრ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

S-400 სისტემის პირველი ნაწილი თურქეთმა უკვე მიიღო. მას სირიის საზღვართან განათავსებენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამ ნაბიჯის გამო თურქეთის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაში მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

თურქეთი F-35 ტიპის თვითმფრინავების 900-ზე მეტ ნაწილს აწარმოებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით ამის ჩანაცვლება აშშ-ს 500-დან 600 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. გარდა ამისა შეჩერდება თურქი პილოტების გადამზადების პროგრამაც. თურქეთი ვეღარ შეიძენს F-35 ტიპის 100 თვითმფრინავს, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე არსებობდა.

F-35 აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავია. მას ნატო და აშშ-ის სხვა მოკავშირეები იყენებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებელია და თურქეთს მის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები