კრიმინალი

ზუგდიდში კაცი მოკლეს, პოლიციამ მისი ძმა დააკავა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ მან ცივი იარაღით თავისი ძმა დაჭრა, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა, მიღებული ჭრილობებით დაშავებული გარდაიცვალა", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები