Spider-Man

"ადამიანი-ობობა" Marvel-ის კინოსამყაროში რჩება

Disney-სა და Sony-ს შორის განხეთქილების შემდეგ კომპანიები შეთანხმდნენ, რომ Spider-Man-ის მესამე ფილმზე კვლავ ითანამშრომლებენ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ადამიანი-ობობა Marvel-ის სუპერგმირებთან ერთად ერთ-ერთ მომდევნო ფილმში კვლავ გამოჩნდება.

ახალი შეთანხმების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟზე საავტორო უფლებებს Sony ფლობს, სტუდიებმა 2015 წელს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელითაც ადამიანი-ობობა Disney-ს მფლობელობაში არსებული Marvel-ის კინოსამყაროს ნაწილი გახდა და "შურისმაძიებლების" ფილმებში სხვა სუპერგმირებთან ერთად გამოჩნდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კი კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ უთანხმოების გამო თანამშრომლობას წყვეტდნენ, რასაც ფანების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და ტვიტერზე გაჩნდა ჰეშთეგი - გადაარჩინე ადამიანი-ობობა (#SaveSpiderMan).

სიახლეს ადამიანი-ობობას როლის შემსრულებელი ტომ ჰოლანდი საკუთარ ინსტაგრამზე გამოეხმაურა:

კომენტარები