შსს

შსს: თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებული ბრალს აღიარებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ა.დ.-ს ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას გადაჭრილი სანადირო თოფი, კალაშნიკოვის სისტემის "აკმ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

უწყებისვე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები