26 სექტემბერს, ტაილანდში მისტერ გლობალის კონკურსი ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული 23 წლის კორეელი ჩონ ვუ კიმი გახდა, რომელიც პოლიციის აკადემიის სტუდენტია.
მისტერ გლობალი 2014 წლიდან ტარდება. პირველივე კონკურსზე მასში მონაწილეობა მსოფლიოს 60-ზე მეტმა ქყვეყანამ მიიღო. კონკურსის ფინალურ ეტაპზე 38 კანდიდატი გავიდა.
როგორც ადრე, წელსად დიდი ყურადღება დაეთმო ეროვნულ სამოსს. კონკურსანტები შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ, რათა მათი ქვეყნის ეროვნული სამოსი ღირსეულად წარმოეჩინათ.