გაერთიანებული სამეფო - ირანი

ირანის მიერ 2 თვის წინ დაკავებული ბრიტანული ტანკერი დუბაიშია

REUTERS

28 სექტემბერს ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Stena Impero, რომელიც ირანს 10 კვირის მანძილზე ჰყავდა დატყვევებული, დუბაის პორტის Rashid-ის დოკში შევიდა.

შვედური კომპანიის Stena Bulk, რომელიც ტანკერს ფლობს, აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ჰანელმა თქვა, რომ ეკიპაჟს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. 

კაპიტანის ინფორმაციით, ყველა მათგანი ჯანმრთელი იყო. 

Stena Impero-მ ირანი ირანი 2 დღის წინ დატოვა.

ტანკერი ივლისში ჰორმუზის სრუტეში ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სათევზაო გემთან დაჯახების ბრალდებით დააკავა.

მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის ეს ქმედება გიბრალტარში ბრიტანეთის ძალების დახმარებით სირიისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით ირანული ტანკერის დაკავებას მოჰყვა. აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ირანმა პირობა დადო, რომ ტანკერზე არსებული ნავთობის საბოლოო დანიშნულება სირია არ იყო, აშშ-ის მოთხოვნის მიუხედავად, ხომალდი გაათავისუფლეს.

დაკავების ორდერი მიმდინარე კვირას მოხსნეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება. მანამდე ირანმა ხომლადი ეკიპაჟის წევრების ნაწილი გაათავისუფლა. ბორტზე კვლავ რჩება ეკიპაჟის 13 წევრი.

კომენტარები