ქართველი მორაგბეები

ქართველმა მორაგბეებმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33:7 დაამარცხეს

SportAll.Ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33-7 დაამარცხეს. 

ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულის მოპოვება შეძლეს. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი მორაგბე, ოთარ გიორგაძე გახდა. 

23 სექტემბერს, ბორჯღალოსნები, მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაზე უელსის ნაკრებთან 43-14 დამარცხდნენ. 

მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება.

კომენტარები