საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ევაკუაციის შემდეგ ვარკეთილის ავარიული კორპუსიდან მოქალაქეებს პირადი ნივთები გააქვთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ვარკეთილის 322-ე კორპუსის მაცხოვრებლებს პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიეცათ მას შემდეგ, რაც საინჟინრო ჯგუფმა სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოქალაქეებს კორპუსში აცილებენ და ნივთების გამოტანაში ეხმაურებიან. ამასთან, პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრიდან ავარიული კორპუსის შესახებ შეტყობინება 28 სექტემბერს შევიდა. ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი ჩამოშლილი იყო და დაბზარული იყო კედლები, რის შედეგადაც ევაკუაცია გამოცხადდა და მაცხოვრებლებმა კორპუსი დატოვეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები