20 ივნისის ღამე

ხუნდაძე 20 ივნისს დაკავებულზე: ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ წონის კლებით არ ფასდება

ტაბულა

"ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ წონის კლებით არ ფასდება და შესაძლოა ადამიანმა მოიმატოს წონაში და ამიტომ გახდეს მისი გათავისუფლება საჭირო", - ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ 20 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

TV პირველის ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ, ქართული ოცნების წევრ დიმიტრი ხუნდაძეს 20 ივნისის ღამეს, ძალის გადამეტების გამო დაკავებული სპეცრაზმელის შეწყალებასთან დაკავშირებით ჰკითხა, თუ როგორ აფასებს სამართალდამცველის გათავისუფლებას, მაშინ, როდესაც იმავე, ჯანმთელობის პრობლემით აქციის მონაწილე კვლავ ციხეში რჩება. როგორც ცნობილია, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქის ჯანმრთეობის მდგომარეობა მძიმეა, მან, ახლობლების ცნობით, საპყრობილეში 30 კილო დაიკლო.

რამდენიმე დღის წინ, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი, 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლეს. სპეცრაზმელის შეწყალების მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

ლევან იმერლიშვილი 15 15 ივლისს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით დააკ

კომენტარები