ნიკა მელია

მელია ბოკერიაზე სააკაშვილის განცხადებების შემდეგ: ჩემს ადგილზე რას დაწერდით ან რას იტყოდით?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია გიგა ბოკერიას შესახებ პარტიის ლიდერის განცხადებების შემდეგ ფეისბუქზე წერს:

"ჩემს ადგილზე რას დაწერდით ან რას იტყოდით?".

მას არ დაუკონკრეტებია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება, თუმცა, გადაცემა, სადაც სააკაშვილის ინტერვიუ შედგა, მთავარ არხზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ფეისბუქის ქართველ მომხმარებლებს შორის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს აფასებენ დეპუტატებით. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მელია სწორედ პარტიის ლიდერის ინტერვიუს ეხმაურება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიაზე საუბრის დროს თქვა, რომ მასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს და ამის მაგალითად თავისი რელიგია მოიყვანა. ექსპრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ჯვარს ატარებს და მართლმადიდებელია. ამასთან, სააკაშვილის თქმით, "[ყველაფერი] რასაც აკეთებს ბოკერია, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული".

კომენტარები