დელფინები

ჩრდილოეთ აფრიკის კუნძულზე ოკეანემ 163 დელფინი გამორიყა - ვიდეო

გასულ კვირას, ჩრდილოეთ აფრიკის კუნძულის Boa Vista-ს სანაპიროზე, ოკეანემ 163 მკვდარი გამორიყა.

სანაპიროზე გამორიყული დელფინების ნაწილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ამიტომ, მოქალაქეები ეცადნენ ისინი ოკეანეაში შეებრუნებინათ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა და დელფინები მოკვდნენ.

136 მკვდარი დელფინი ბულდოზერების საშუალებით დამარხეს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გამორიყა ოკეანემ დელფინები და რატომ მოკვდა მათი უდიდესი ნაწილი. გარემოს დაცვის ორგანიზაციამ BIOS Cape Verde-მ 50 ძუძუმწოვრისგან ნიმუშები აიღო, რათა გამოიკვლიონ მათი სიკვდილის მიზეზი. გარდა ამისა, ადგილზე ესპანეთიდან მეცნიერებიც ჩავიდნენ, რათა გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად, მათაც დაადგინონ რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი.

 

კომენტარები