მხატვრობა

7 ცნობილი მხატვარი, რომლებმაც საკუთარ ნახატებში ავტოპორტრეტები დამალეს

აკა ზარქუა
0 კომენტარი

მეთხუთმეტე საუკუნიდან დღემდე, რენესანსის დროინდელი მაქსიმა უცვლელია. ყველა მხატვარი ერთხელ მაინც ხატავს ატოპორტრეტს. ამ დროის განმავლობაში ორდინალური ავტოპორტრეტების გარდა, ავტორებმა ავტოპორტრეტის აღბეჭდვის ხშირადб უცნაური და მალული მეთოდები შექმნეს. 

ავტორის როგორც შემოქმედის მნიშვნელობის განცდა, პირველად სწორედ, რენესანსის ერაში გაჩნდა. რენესანსის ერთ-ერთი მთავარი იდეაც ადამიანების ინდივიდუალიზმის, მათი სიცოცხლის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. ამ პერიოდის მხატვრები მალული ავტოპორტრეტების ხატვის ძირითადად ორ ხერხს მიმართავდნენ. 

იტალიაში, ძირითადად მხატვრები საკუთარ ნამუშევრებში, თავს ნახატის მარჯვენა მხარეს, იმ ადგილას აღბეჭდავდნენ, საიდანაც მათი მზერა პოტენციური მაყურებლის მზერას გაუსწორდებოდა. რენესანსის დროინდელი ჩრდილოელი მხატვრები კი, ხშირად საკუთარ თავს სიმბოლოების მეშვეობით გამოხატავდნენ, ხშირად ეს სხვადასხვა სახის ფორმადაკარგულ და გამრუდებულ ზედაპირების მეშვეობით ხდებოდა. მალული ავტოპორტრეტისთვის ჩრდილოელი მხატვრები ხშირად იყენებდნენ სარკეს.

რენესანსის პერიოდში ჩამოყალიბებული ტრადიცია დღევანდელ მხატვრობაშიც გრძელდება.

არნოლფინების ოჯახი — იენ ვან იეკი (1434 წ)

ფოტო: Jan van Eyck via Wikimedia Commons / Jan van Eyck via Wikimedia Commons
 

ნამუშევარში ასახულია, ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი იტალიელი ვაჭრის, ჯოვანი არნოლფინისა და ჯოვანე ჩენიმის ქორწინების დღე. ვან იეკის ნამუშევარი დასავლური ფერწერის ერთ-ერთ ყველაზე ენიგმატურ ნახატად მიიჩნევა. ნახატში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ახალდაქორწინებულის უკან მდებარე სარკე.

ფოტო: Jan van Eyck via Wikimedia Commons

სარკეში ჩანს, რომ ოთახში ორი ადამიანი შემოდის. აწეული ხელით, სწორედ მათ მიესალმება ჯოვანი არნოლფინი. ასევე, სარკის ჩარჩოზე ვხედავთ იენ ვან იეკის საფირმო წარწერას- "მე იენ ვან იეკი, ვიყავი აქ." ხელოვნებათმცოდნეები ოთახში შემოსული ორიდან ერთ-ერთ ადამიანად ხშირად ავტორს ასახელებენ.

ათენის სკოლა — რაფაელი (1509-1511 წლები )

ფოტო: Raphael via Wikimedia Commons

რაფაელის ცნობილი ფრესკა, რომელიც ვატიკანის სამოციქული დარბაზის კედელზეა შესრულებული კლასიციზმის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა. ნამუშევარი წარმოადგენს ანტიკური ფილოსოფიისა და იმდროინდელი მოაზრევნეების ერთგვარ ოდას. ფრესკაზე აღბეჭდილია ანტიკური ეპოქის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოაზროვნე - პითაგორადან პტოლემაიოსამდე. რაფაელის მეგობრისა და კოლეგის ჯორჯო ვაზარის ცნობით, ფილოსოფოსების ნატურად მხატვარმა მისი თანამედროვე კოლეგები გამოიყენა.

ფოტო: Raphael via Wikimedia Commons

მაგალითად, დონატო ბრამანტე ფრესკაში ევკლიდეს პროტოტიპია, ლეონარდო და ვინჩი პლატონის, ხოლო მიქელანჯელო ჰერაკლიტეს. ცხადია რაფაელმა კოლეგებთან ერთად ფრესკა ზე თავისი თავიც აღბეჭდა, ფრესკაზე იგი პტოლემასიოს და ზარათუშტრას გვერდით დგას.

განკითხვის დღე — მიექელანჯელო ( 1536-1541)

ფოტო: Credit: AFP / Getty Images

ცნობილია, რომ სიქსტის კაპელაზე მუშაობის პერიოდში მხატვარი არანორმალური ფიზიკური და ფსიქიკური დატვრთვის ქვეშ იმყოფებოდა. სამუშაოს პერიოდში მიღებულ სტრესზე და დაღლილობაზე მიქელანჯელო არაერთ პირად წერილში საუბრობს. მიიჩნევა, რომ ამ ფრესკით დასრულდა რენესანსის ეპოქაც.

ფოტო: Michelangelo via Wikimedia Commons

საინტერესო ერის დასასრულს მიქალნჯელომ ფრესკაზე საკუთარი ავტოპორტრეტის განთავსების ძალიან საინტერესო მეთოდს მიაგნო, რომელიც ამავდროულად იმ ფრუსტრაციიას ასახავს, რასაც ავტორი განიცდიდა. ფრესკაზე ვხედავთ მიქელანჯელოს, იგი წმინდა ბართლომეს მიერ გამოშინგული ადამიანის ტყავზეა გამოსახული. მიქელანჯელომ საკუთარი თავი აღბეჭდა როგორც წამებული წმინდანი, რომელიც განკითხვის დღეს საკუთარი ბედის მოლოდინშია.

დავითი გოლიათის თავით — კარავაჯო (1609-1610 წლები )

ფოტო: Wikimedia Commons

საკუთარ ხანმოკლე კარიერაში კარავაჯომ თავი მრავალი სახით აღბეჭდა, ყველა ხშირად როგორც, ძველბერძნული ღვინის ღმერთის ბახუსის. მისი ცხოვრების ბოლო წელს კარავაჯომ გადაწყვიტა საკუთარი თავი ბიბლიურ დავითისა და გოლიათის ისტორიაში აღებეჭდა. ნამუშევარში, გამარჯვებულ დავითს ხელში უჭირავს დამარცხებული გოლიათის მოკვეთილი თავი. ეს ბიბლიური ისტორიის კარავაჯოსეული ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა.

ამ ნახატში კარავაჯო არა გამარჯვებული დავითი, არამედ დამარცხებული გოლიათია. ამავდროულად საკმაოდ უჩვეულოდ არის გამოსახული გამარჯვებული დავითიც, რომლის სახეზეც სიხარულის ნაცვლად სევდა და თანაგრძნობა შეინიშნება. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, დავითის მოდელი ჩეკო დელ კარავაჯოა, რომელიც კარავაჯოს ასისტენტი იყო.

ნატურმორტი — კლარა პეტერსი (1615 წელი)

ფოტო: Clara Peeters via Wikimedia Commons

ჰოლანდიელი მხატვრების მიერ შესრულებული ნატურმორტები როგორც წესი უბრალოებით გამოირჩევა, თუმცა ხშირად ჟანრის ნამუშევრებს კომპლექსურობაც ახასიათებს. ჟანრი ტექნიკური სირთულით და პრეტენზიულობიდით გამოირჩევა, რაც ხშირად გამხდარა ბარიერი ქალი მხატვრებისთვის. მიუხედავად ამისა, მეჩვიდმეტე საუკენეში ჟანრში რამდენიმე ძალიან წარმატებული ქალი მოღვაწეობდა, მათ შორის ერთ-ერთი კლარა პეტერსი იყო.

ფოტო: Clara Peeters via Wikimedia Commons

ჰოლანდიელი მხატვრები ხშირად ხატავდნენ, ნატურმორტებს მდიდრული პროდუქტებით, ხამანწკებით, პილიპილის მარცვლებით, ტროპიკულ ხილით. კლარა პეტერსი საპირისპიროდ როგორც წესი ყოველდღიური, ლოკალური პროდუქციის ნატურმორტებს ხატავდა. ამ ნამუშევარში ყოველდღიურ საკვებ პროდუქტებთან ერთად ასახულია თავად მხატვარიც. ავტოპორტრეტი ასახულია დოქის მეტალის თავსახურავზე, ამის გარდა, თავად ავტორის სახელი და გვარი დატანილია მეტალის დანაზე.

ნაპოლეონის კორონაცია — ჟაკ-ლუი დავიდი ( 1806-1807 წლები)

ფოტო: Jacques-Louis David via Wikimedia Commons

ფრანგი ნეოკლასიკოსი ჟაკ-ლუი დავიდი, რევოლუციური საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურაა. ომის შემდეგ დავიდმა მხარი დაუჭირა მონარქიის გაუქმებას და ასევე, ნაპელეონის მოკავშირედ იქცა. ამავდროულად დავიდი იმპერატორის კარის მხატვარი გახდა.

ნაპოლეონმა მისი კორონაციის აღბეჭდვა ჟაკ-ლუი დავიდს პირადად თხოვა და საფასურიც პირადი სახსრებიდან გადაუხადა. 1804 წლის კორონაციის ამსახველი ნამუშევარი, მძლავრი პოლიტიკური ძალაუფლების გზავნილს ატარებს, რომელიც იმ დროს სწორედ ნაპოლეონს ეკუთვნოდა. დღეს ნახატი ლუვრის დიდ დარბაზში ინახება. ნახატის მასიური მასშტაბის გამო, მნახველებს ხშირად უჩნდებათ მასში თანამონაწილეობის განცდა.

ფოტო: Jacques-Louis David via Wikimedia Commons

თავად ავტორი, კომპოზიციის ცენტრში მდებარე პარტერში გვევლინება. ნამუშევარში საიმპერატარო ოჯახის წევრების გვერდით მდგომი მხატვარი პროცესის ჩანახატებს აკეთებს. ცხადია ავტორი ესწრებოდა კორონაციასაც, ხოლო კომპოზიციაში ავტოპორტრეტი ხაზს უსვამს მის ახლო კავშირს საიმპერატორო გვირგვინთან.

პოლ გოგენი ეტიუდი (1881 წელი)

ფოტო: Paul Gauguin via Wikimedia Commons

იმპრესიონისტი მხატვრები ხშირად აღბეჭდავდნენ თავის თავს საკუთარ ნამუშევრებში. განსაკუთრებით ხშირად პარიზული კაფეებისა, თუ თავშეყრის ადგილების ხატვისას. მაგალითისთვის ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა მულენ-რუჟის კომპოზიციაში თავის თავი ოპერის ეზოში აღბეჭდა.

საკუთარი კოლეგებისგან ავტოპორტრეტის განსხვავებული ხელწერა ჰქონდა პოლ გოგენს. ამ ეტიუდში ვხედავთ მძინარე ბავშვს, ხოლო საწოლის გვერდით გამოსახაული უცნაური თოჯინა სწორედ, გოგენის ავტოპორტრეტია.

წყარო: CNN

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები