ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: newcastle.gov.za

დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, წერონისის, კეხვის, ახალმოწამეთას, ხუდადოვის, ელო ანდრონიკაშვილის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, მონადირის და ნიჟარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ართმელიძის, ვაზისუბნის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის და კალაუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტაბიძის, რაზმაძის, კლდიაშვილის, აბაშელის და მარუხის გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, პეტრიაშვილის, თერგის, გოგებაშვილის, შანიძის და ბაშალეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის შესახვევის, მეტეხის აღმართის, ევროპის მოედნის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის და ჯორბენაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები