პენსიები

გახარია: გაისად 70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ პენსია, 70 წელს ზემოთ 50-ით

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრობს.

გახარიას თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია პენსიების ზრდა:

"2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. ასევე, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით."

პრემიერმინისტრი ასევე საუბრობს მასწავლებლების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ანაზღაურების გაზრდაზეც.

გახარიას თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის ამოცანა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა და ბიუროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ, უცვლელად დატოვება იქნება.

კომენტარები