რეკლამა

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება. თბილისი ენერჯის ცნობით, სამგორის რაიონში ახალ მილსადენზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, სპეციალისტები ამავე რაიონში საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ.

ამის გამო, 30 სექტემბერს, 22:00-დან, სამგორის რაიონში დროებით შეიზღუდება გაზის მიწოდება. გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 1-ელი ოქტომბრის 10:00 საათიდან დღის ბოლომდე.

კერძოდ, გაზმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტალების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს „ენერგო სახლი“), გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. „ა“ და „ბ“, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას.

ასევე, ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორის, საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა #108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს თეგეტა მოტორსი, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს „იფქლი 1“, შპს „მიონზა“, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე, მსხვილი კომერციულ ობიექტებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების ჩატარება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის“, - აცხადებს თბილისი ენერჯი.

კომენტარები