თავდაცვის ბიუჯეტი

ღარიბაშვილი: თავდაცვის ბიუჯეტი 880 მილიონ ლარამდე გაიზრდება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 880 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

"ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მილიონი ლარით. აქედან, 25 მილიონი ლარი იქნება დამატებით დაფინანსებული საბიუჯეტო სახსრებიდან. გასულ წელს იყო 820 მილიონი, 220-ში იქნება 845 მილიონი", - ამბობს ღარიბაშვილი.

მომატებული ხარჯები გადანაწილდებაზე სახმედრო ინფრასტრუქტურაზე, ჯარისკაცების ეკიპირებასა და კვებაზე, ადგილობრივი წარმოებაზე და სექტორში ხელფასების ზრდაზე.

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარი იქნება.

ბიუჯეტის პროექტით იზრდება ბიუჯეტის ხარჯების ნაწილიც, ზრდა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 საქართველოში 5%-იან ზრდას ვარაუდობენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იზრდება სოციალური ხარჯებიც:

„2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. ასევე, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით."

კომენტარები