საბერძნეთი

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკში ხანძარს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, პროტესტი მოჰყვა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მდებარე მიგრანტთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით ასევე დაიღუპა ბავშვი, თუმცა ოფიციალურ პირებს ეს ცნობა ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.

მიგრანტები მომხდარში სახანძრო სამსახურს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე დროულად არ გამოცხადდნენ.

ხანძარს პროტესტი მოჰყვა, რომლის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მორიას ბანაკში 12,000-მდე მიგრანტი ცხოვრობს, თუმცა ის მხოლოდ 3,000-მდე ადამიანისთვის იყო განკუთვნილი.

2018 წელს გაერომ საბერძნეთს მოუწოდა თავშესაფრის მაძიებლები კუნძულ ლესბოსიდან გადაიყვანოს.

2015 წელს თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულებზე სირიიდან წამოსული მილიონამდე მიგრანტი გადავიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები