ჰიუ ჯეკმანი და რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსისა და ჰიუ ჯეკმანის სახალისო მეგობრობა

0 კომენტარი

რაიან რეინოლდსისა და ჰიუ ჯეკმანის მეგობრობა ცნობილია იმით, რომ ისინი ხელიდან შანსს არ გაუშვებენ და ყოველთვის იპოვიან დროს ერთმანეთს რომ გაეხუმრონ. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე ასეთი სახალისო შემთხვევა

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს საპროტესტო აქციაა!" დაუწერა კომენტარი ტვიტერზე რაიან რეინოლდსმა ჰიუ ჯეკმანს, რომელიც ბეიჯინგში იმყოფებოდა. "კარგი რა, სერიოზულად?" უპასუხა ჯეკმანმა.  

ფოტო: boredpanda

ერთხელ, ფანმა აპლიკაციით ჰიუ ჯეკმანის მდედრობითი ვერსიის სურათი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მსახიობი ასე რაიან რეინოლდსის ცოლს - ბლეიკ ლაივლის ჰგავს. "ერთხელ რომ დაინახავ, გონებიდან ვეღარ ამოშლი!" დააწერა სურათს ფანმა". "მადლობა, ახლა მეც ვეღარ ამოვშლი!" დატოვა კომენტარი რეინოლდსმა.

ფოტო: boredpanda

ფოტო: boredpanda

ჰიუ ჯეკმანი და რაიან რეინოლდსი ასევე ჯეიკ ჯილენჰოლთანაც მეგობრობენ. ჯილენჰოლი და ჯეკმანი, ახალ წელს, რეინოლდსს გაეხუმრნენ და ის საშობაო ჯემპრში გამოაწყეს, მაშინ როდესაც თვითონ ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩაიცვეს. "ამ გარეწრებმა მითხრეს, საშობაო ჯემპრების წვეულება იქნებაო!" წააწერა ფოტოს რეინოლდსმა. 

ფოტო: boredpanda

"რადგან თქვეს, რომ მე უკეთილშობილესი ბიჭი ვარ, და მხოლოდ ამიტომ, დღეს შენი დაბადების დღის ხათრით ჩაგეხუტები!" დააწერა სურათს ჯეკმანმა. "ეს ადამიანი მონსტრია! ავსტრალიელიც კი არ არის, მილუოკიდანაა!" უპასუხა რეინოლდსმა

ფოტო: boredpanda

ფოტო: boredpanda

"სერიოზულად, მეგობარო, მორჩი ჩემს დევნას! ვინმემ, დაცვას დაუძახეეეთ!!!!!" დააწერა ამ ფოტოს ჰიუ ჯეკმანმა. 

ფოტო: boredpanda

რეინოლდსმა სახუმარო ინტერვიუს დროს ჯეკმანს ჰკითხა, ყველა ტრიუკს თვითონ ასრულებდა თუ არა. ჯეკმანმა კი მიუგო: "თუ სექსის სცენებია კი".

ფოტო: boredpanda

რა თქმა უნდა, რეინოლდსმა ვერ გაძლო და ფილმში "დედპული" ამ პასუხის აღსანიშნავად ჯეკმანის ნიღბით გამოჩნდა. 

ფოტო: boredpanda

პასუხის პასუხი კი ასეთი იყო:

ჯეკმანი - “მადლობა ამერიკა… და თავისუფლად შეგიძლიათ მიაფსათ ტროტუარს ჩემს მხარეს!” (აქ იგულისხმება Hollywood Walk Of Fame-ზე რეინოლდსის ვარსკვლავი)

“რეინოლდსმა, თვითონ მთხოვა მისი ამ 100 %- ით ნამდვილი ვიდეოს გამოქვეყნება!”

ფოტო: boredpanda

და რა თქმა უნდა ეს ვიდეოც არ უნდა გამოგვრჩეს:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები