დემი მურის სკანდალი

ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის პირველი გამოჩენა ქსელში, დემი მურის სკანდალის შემდეგ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დემი მურმა საკუთარი მემუარების წიგნში "Inside Out" ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მისი ყოფილი ქმრის - ეშტონ კაჩერის მიერ მათთან საწოლში  მესამე პირების მოპატიჟებაზეც. მურის თქმით მას არ სურდა უცხო ადამიანებთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა, თუმცა ცდილობდა თავისი ყოფილი ქმრისთვის დაემტკიცებინა, რამდენად მხიარული და თანამედროვე ქალია, ამიტომაც თანხმდებოდა შემდეგ კი ყოველთვის ნანობდა. 

ასევე მურს აღუნიშნავს ისიც, რომ ყოფილი ქმარი მას პერიოდულად ღალატობდა. თუმცა, ეშტონ კაჩერი ბრალდებას უარჰყოფს და იმ პერიოდში ყვითელი მედიის აქტიურობას აბრალებს. 

მური და კაჩერი 2005 წელს დაქორწინდნენ და 2011 წლამდე ერთად იყვნენ. 

ახლა, როდესაც დემი მური ხშირად უსვამს ხაზს ყოველივე ზედმოთხსენებულს, კაჩერმა მომხდარს ტვიტერზე კომენტარი მაინც გაუკეთა:

""ვაპირებდი, ძალიან მწარე რამ დამეწერა, მაგრამ მერე ჩემი შვილები და ცოლი დავინახე და წავშალე "

მილა კუნისი კი აღშფოთებულია მომხდარით და ამბობს, რომ არასდროს უნდა, მისმა შვილებმა მათ მამაზე მსგავსი რაღაცები წაიკითხონ. 

სტრესული კვირებისა და მურის სკანდალის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა დაისვენოს და შვილებთან დროს დისნეილენდში ატარებს:

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები