ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 2.18 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 30 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან 2.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.29 თეთრით.

ამგვარად, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9770 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევროსი - 3.2515 ლარი.

ლარი აგრეთვე გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

გაუფასურება ეროვნული ბანკის მიერ რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვას მოსდევს.

მას შემდეგ, რაც 26 სექტემბერს ლარი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა და ერთი დოლარის ღირებულება 2.9808 ლარი გახდა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გაკეთება გადაწყვიტა.

მომდევნო დღეს, ლარი დოლართან 2.56 თეთრით გამყარდა, ახლა კი კვლავ გაუფასურდა.

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით მაშინდელ ისტორიულ მინიმუმამდე - 2.9718-მდე დაეცა.

1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევდა.

კომენტარები